ფეხბურთი

1:37 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პოლონელმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ლევანდოვსკიმ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის და კაილი უოლკერს აჯობა და მიმდინარე სეზონში მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი.

აქვე გეტყვით, რომ ლევანდოვსკიმ „ჩელსისთან“ საოცარი მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასიც მიითვალა.

0.115052