სხვა

1:01 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონის და ჯონსის ბრძოლა ნოემბრისთვის გადაიდო

მაიკ ტაისონის რინგზე დაბრუნება მცირე ხნით გადაიდო. მას რვარაუნდიანი საჩვენებელო ბრძოლა როი ჯონს უმცროსთან სექტრემბერში უნდა გაემართა. ბრძოლის ახალ თარიღაც 28 ნოემბერი გამოცხადდა.

როგორც გამოცემა „რინგის“ საკრივო მიმომხილველი რაიან ო’ჰარა ამბობს, ბრძოლის გადადება ტაისონის გუნდმა მოითხოვა. ისინი თვლიან, შეხვედრის მოგვიანებით გამართვის შემთხვევაში, ფასიან ტელეარხებზე მისი გაყიდვები გაიზრდება, რაც შესაბამისად, ორივე მხარის მოგებას გაზრდის.

ბრძოლის გამართვის ადგილად, შტატ კალიფორნიის ქალაქი კერსონი იყო. ამასთან, ტრიბუნა ცარიელი უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა ადგილი და მისცემენ თუ არა მაყურებლებს, თუნდაც შეზღუდული რაოდენობით, დასწრების უფლებას.

რინგზე ტაისონის ბოლო ბრძოლა 2005 წლის 11 ივნისს გაიმართა, როცა მან კევინ მაკბრაიდთან წააგო. ის ახლა 54 წლისაა და უკვე რამდენიმე თვეა, თავის დაბრუნებაზე ლაპარაკობს. ინტერნეტით თავისი ვარჯიშის ვიდეოებსაც კი ავრცელებდა.

საბრძოლო გამოცდილება როი ჯონსსაც აკლია, რომელიც უკვე ორი წელია, რინგზე არ ასულა. ის ახლა 51 წლისაა. მათი შეხვედრის წინ, რამდენიმე საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი. მათ შორის, ერთში იუთუბის ვარსკვლავ ჯეიკ პოლი და ნბა-ს კალათბურთელი ნეიტ რობინსონი დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101614