სხვა

16:36 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია და ის 11 სექტემბერს ჩატარედება. დღეს კი ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კახი კახიშვილი ხმა ლერი ხაბალოვს მისცა, თუმცა მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერ არჩევნები სხვადასხვა ფედერაციებში, შემდგომ კი ოლიმპიურ კომიტეტში გამართულიყო.

ხაბელოვის თქმით, სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ის რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძლევა.

აქვე გეტყვით, რომ სეოკ-ის წესდების მე-10-თავის 1.1. მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი სუბიექტების მიერ სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევი კანდიდატის წარსადგენი დოკუმენტაციის სეოკ-ში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბერის 18 საათი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107374