ფეხბურთი

12:00 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ვილიანმა და პედრომ დატოვეს

ლონდონის „ჩელსი“ ვილიანმა და პედრო როდრიგესმა დატოვეს. ორივე ფეხბურთელს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტები ამოეწურათ და თავისუფალი აგენტები გახდნენ.

ვილიანი „ჩელსიში“ 2013 წელს „ანჟიდან“ გადავიდა და 339 შეხვედრაში 63 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო პედრო ლონდონურ გუნდს 2015 წელს შეუერთდა და 206 თამაშში თავი 43-ჯერ გამოიჩინა.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ვილიანი კარიერას „არსენალში“, ხოლო პედრო „რომაში“ გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111918