ფეხბურთი

11:24 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ბერძენი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

„ლივერპულმა“ საბერძნეთის ნაკრებისა და „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელ კოსტას ციმიკასთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში 24 წლის ფეხბურთელი „წითლების“ წევრი გახდება.

ტრანსფერის ღირებულებამ 13 მილიონი ევრო შეადგინა. ციმიკასი მარცხენა მცველია და იურგენ კლოპს ენდრიუ რობერტსონის დუბლიორად ესახება. შოტლანდიელი აქამდე გუნდში შემცვლელის გარეშე იყო და ციმიკასის ტრანსფერიც ამითაა განპირობებული.

კოსტას ციმიკასმა გასულ სეზონში 45 თამაში ჩაატარა, ხოლო საბერძნეთის ნაკრების მაისური სამჯერ აქვს მორგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114646