სხვა

3:25 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის ფავორიტთა მოთელვა როგლიჩმა მოიგო

ესპანური ვუელტას სლოვენიელი ჩემპიონის, პრიმოჟ როგლიჩის გამარჯვებით დასრულდა სამდღიანი რბოლა ტურ დე ლ’ენი, რომელიც თავისი სამთო ეტაპებით, კარგი სავარჯიშოა ტურ დე ფრანსზე მოგების მოსურნეებისთვის. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ რბოლაში მონწილეობა, ფრანგული ტურის ფავორიტთა დიდმა ნაწილმა მიიღო.

როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) სამიდან ბოლო ორი ეტაპი მოიგო. ბოლო ეტაპზე, რომლის მარშრუტიც საფრანგეთის და შვეიცარიის საზღვრის გასწვრივ, იურის მთებში გადიოდა, სლოვენიელმა უკან ჩამოიტოვა ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონი, კოლუმბიელი ეგან ბერნლი (ინეოსი) და ჯიროსა და ვუელტას ყოფილი ჩემპიონი, კოლუმბიელი ნაირო კინტანა (არკეა-სამსიჩი).

მეამე ეტაპზე, როგლიჩმა უშუალო ბრძოლაში აჯობა კოლუმბიელებს. მან მკვეთრ აღმართზე მდებარე ფინიშთან, ბერნალს 4 წამით მიასწრო. მესამე ადგილზე გასული კინტანა კი გამარჯვებულს 6 წამით ჩამორჩა.

ბოლო აღმართის წინ, მცირე ჯგუფმა, რომელშიც რბოლის მონაწილე თითქმის ყველა ელიტარული მრბოლი შედიოდა, პელოტონის ჩამოტოვება შეძლო. ბოლო კილომეტრზე ბერნალმა შეტევა დაიწყო. როგლიჩი მიჰყვა და მეტი გამძლეობის წყალობით, ფინიშიც პირველმა გადაკვეთა.

„დღესაც რთული რბოლა გვქონდა. „ინეოსმა“ კარგად იმუშავა, ყველა აღმართზე მაღალი ტემპი შემოგვთავაზა. მაგრამ ჩვენმა გუნდმაც შესანიშნავად გაართვა თავი ყველა სირთულეს, მე კი ისღა დამრჩენოდა, ეს საქმე დამესრულებინა“, - განაცხადა როგლიჩმა.

საბოლოოდ, რბოლაც ისე დასრულდა, როგორც მისი მესამე ეტაპი როგლიჩმა მოიგო, ბერნალი და კინტანა კი მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ. მეოთხე და მეხუთე ადგილები კი როგლიჩის თანაგუნდელებმა, ჰოლანდიელმა სტივენ კრუისვაიკმა და ახალზელანდიელმა ჯორჯ ბენეტმა დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156104