ფეხბურთი

17:56 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას ცდილობს. Foot Mercato წერს, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.

კერძოდ, რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს ესაუბრება და ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალის“ დროს მოლაპარაკებებს კვლავ გააგრძელებენ.

რონალდუსა და პსჟ-ს ურთიერთობის შესახებ ამასწინათ France Football-იც წერდა. პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

2019-2020 წლების სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირის ჩათვლით 46 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 37 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098285