ფეხბურთი

14:35 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე "დინამო თბილისის" მეტოქე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქე გაირკვა. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, კახა ჩხეტიანის გუნდს მეტოქედ ალბანეთის ჩემპიონი „ტირანა“ ერგო.

დაპირისპირება 18 ან 19 აგვისტოს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო ამჟამად მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი ერთი თამაშით გამოვლინდება.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 2003-2004 წლების სეზონში შეხვდნენ. თბილისში "დინამომ" 3:0 მოიგო, მაგრამ ალბანეთში ამავე ანგარიშით დამარცხდა, მერე კი პენალტების სერიაც დათმო (2:4) და ასპარეზობას გამოეთიშა.

წილისყრის საბოლოო შედეგები ასეთია:

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „დიურგარდენი“ (შვედეთი)

„სელტიკი“ (შოტლანდია) – „რეიკიავიკი“ (ისლანდია)

„ლეგია“ (პოლოენთი) – „დრიტა“ (კოსოვო) / „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია)

„შერიფი“ (მოლდოვა) – „ფოლა ეში“ (ლუქსემბურგი)

„ნომადსი“ (უელსი) – „სარაევო“ (ბოსნია)

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) – „ევროპა“ (გიბრალტარი)

„ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო) – „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)

„არარატ-არმენია“ (სომხეთი) – „ომონია“ (კვიპროსი)

„ფლორიანა“ (მალტა) – „კლუჟი“ (რუმინეთი)

„მაკაბი“ (ისრაელი) – „რიგა“ (ლატვია)

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „სილექსი“ (მაკედონია)

„დინამო“ (ბელარუსი) – „ასტანა“ (ყაზახეთი)

„მიოლდე“ (ნორვეგია) – „კუპსი“ (ფინეთი)

„ფლორა“ (ესტონეთი) – „სუდუვა“ (ლიეტუვა)

„კელიე“ (სლოვენია) – „დანდოლკი“ (ირლანდია)

„კი“ (ფარერები) – „სლოვანი“ (სლოვაკეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134605