ფეხბურთი

21:49 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „რაღაც თუ არ შევცვალეთ, „ნაპოლის“ ვერ დავამარცხებთ“

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კატალონიელთა თამაშში რაღაც თუ არ შეიცვალა, იტალიელებს ვერ დაამარცხებენ.

„ცოტა ხნის წინათ ვამბობდი, რომ თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, „ნაპოლის“ ბარიერის დაძლევა ძალიან გაგვიჭირდება. არადა, ტურნირის მოგებას ვაპირებთ.

ასეთი თამაშით პრიმერა ვერ მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგაში გავიმარჯვებთ? რაღაც თუ არ შევცვალეთ, „ნაპოლის“ ბარიერის დაძლევაც ძალიან გაგვიჭირდება.“ - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მერვედფინალური შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130081