ფეხბურთი

19:06 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს და: "ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებ, მეტი შეუძლებელია"

„იუვენტუსის“ „ლიონთან“ მარცხის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს დამ, ელმა ავერიომ ინსტაგრამში კომენტარი გააკეთა და ძმა გაამხნევა.

„შენ სხვებზე მეტი გააკეთეს. ვამაყობ შენი თამაშის ნახვას და შენი ერთგულებით, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებ, მეტი შეუძლებელია! იცი, რომ ფეხბურთი ასეა, უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი გააკეთე და ისევ საუკეთესო ხარ“, - დაწერა რონალდუს დამ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ტურინელებმა დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მაურიციო სარი გათავისუფლებულია. ვინ იქნება მისი მემკვიდრე ამ ეტაპზე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114769