ფეხბურთი

15:20 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "აქ ვარ, წასვლას არ ვაპირებ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ შედეგი სამართლიანი იყო. „ზიზუ“ მადრიდში მუშაობას მომდევნო სეზონშიც აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსს“ უკვე უკავშირებენ.

„საერთო ჯამში კარგი სეზონი იყო, რაც შეეხება მომდევნო სეზონს, ახლა უნდა დავისვენოთ, შემდეგ კი ვნახოთ. აზარი კარგადაა, გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, მას ტკივილი არ აწუხებდა. სამსახურში ვრჩები და აქ ვარ, მომდევნო სეზონშიც „რეალში“ ვიმუშავებ.

როდესაც წააგებ, უნდა აღიარო, რომ რაღაც გაკლდა. მთავარი დაპირისპირება იყო პირველი მატჩი, რომელშიც დავმარცხდით. გვქონდა 1:1-ზე შანსები, ვფიქრობ შეგვეძლო გატანა. არ ვეძებთ საბაბს, ჩვენ დავმარცხდით სახლშიც და სტუმრადაც, ასე, რომ ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს გაწეული სამუშაოსთვის“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა (1:2, 1:2) და ზინედინ ზიდანი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგას პირველად გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126035