ფეხბურთი

21:22 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ლიდს იუნაიტედს" "ლივერპულის" ფეხბურთელის დამატება სურს

უელსის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ფეხბურთელმა ჰარი უილსონმა შესაძლოა კარიერა "ლიდს იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც The Sun-ი იუწყება, პრემიერლიგაში დაბრუნებული კლუბი მზადაა 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, თუმცა კონკურენცია უნდა გაუწიოს "ასტონ ვილასა" და "ნიუკასლს", რომელთაც ასევე სურთ უილსონის ტრანსფერი.

ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ჰარის გაყიდვას "ლივერპული". შესაძლოა "მერსისაიდელებმა" ფეხბურთელი კვლავ გაანათხოვრონ, რადგან ბოლო წლებია უილსონი სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით თამაშობს. გასულ სეზონში ჰარი "ბორნმუთში იყო, რომლის მაისურით პრემიერლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11672