ფეხბურთი

20:27 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯამპაოლომ "ტორინო" ჩაიბარა

53 წლის იტალიელმა მარკო ჯამპაოლომ "ტორინო" ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ტურინელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მარკო "ტორინოს" მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გაწვრთნის.

ჯამპაოლოს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ იტალიურ კლუბებშ უმუშავია. ბოლოს მარკო "მილანის" თავკაცი იყო, თუმცა მისმა გუნდმა შვიდი მატჩიდან ოთხი მარცხი განიცადა და მხარეები დაშორდნენ. "ტორინომ" გასული სეზონი სერია A-ში მე-16 ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11256