ფეხბურთი

17:35 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირო: "ზიდანთან საუბრის დროს დღემდე ვნერვიულობ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგთან საუბრის დროს დღემდე ნერვიულობს. ბრაზილიელმა ასევე ახსენა „მანჩესტერ სიტისთან“ თამაში და საკუთარი თავის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ჩემი თამაში მხოლო კუნთებზე და ფეხებზე არაა დამოკიდებული. თავის გამოყენებაც საჭიროა და მაქსიმუმის გაკეთება. მე ფეხბურთს ვუყურებ გაქცევას, ეს ჩემთვის რთული ბავშვობის შემდეგ იყო.ვალდებულება მაქვს დედაჩემის წინაშე, რომელმაც აღმზარდა, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის 100%-ით დავიხარჯო. ჩემი მეგობრები არ ყოფილან ისეთი იღბლიანები, როგორც მე და ისინი ყოველთვის მახსოვს.

ზიდანი? დღესაც კი ცოტათი ვნერვიულობ ზიდანთან საუბრისას, მაგრამ მისი თავმდაბლობა წარმოუდგენელია. მახსოვს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც ბრაზილიას გოლები გაუტანა, თუმცა დღეს, როდესაც მას ვიცნობ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს დაიმსახურა. როგორც მწვრთნელს რაც შეეხება, ყოველთვის ახალს ეძებს, სურს განვითარება და ყოველთვის მეუბნება: „შეგიძლია მეტი გააკეთო“.

„მანჩესტერ სიტი“? ლა ლიგის დასრულების შემდეგ ვფიქრობდით ამ მატჩზე, ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ ეს მაისური ყოველთვის გიბიძგებს ყველა მატჩის მოგებისკენ, მათ შორის ამხანაგური თამაშებიც შედის“, - თქვა კაზემირომ.

0.129237