ფეხბურთი

17:04 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენი: "ნაპოლი" შევისწავლეთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე შეისწავლა და რთულ თამაშს ელოდება.

„ვფიქრობდი, რომ დემბელე განაცხადში შემეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ მან გუნდთან ერთად ძალიან ცოტა ივარჯიშა. ნამდვილად დიდ რისკზე წავიდოდით და ამის გაკეთება არ ღირდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ლისაბონში ჩვენთან ერთად იქნება და დაგვეხმარება.

„ნაპოლი“ ეს არის ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც სერია A-ში ბურთის ფლობის საუკეთესო პროცენტი აქვს, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ამის გაკეთება ადვილი არაა. მეტოქემ ბოლო პერიოდში მოუმატა, ჩვენ ისინი შევისწავლეთ.

არტური? მას ვესაუბრე წასვლის წინ, მაგრამ მას შემდეგ აღარ მინახავს. სხვა დასასრულს მივსურევბდი, მაგრამ სხვა ვერაფერს ვიტყვი“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „კამპ ნოუზე“ საპასუხო დაპირისპირება 8 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111843