ფეხბურთი

0:08 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "ბეილმა თავად ისურვა, რომ არ ეთამაშა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა, რომელიც „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ფრანგის განცხადებით, ეს თავად უელსელის თხოვნით გააკეთა.

„ბევრი რამ თქვეს, მაგრამ ეს ჩვენს შორის პირადი საკითხია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მან ამჯობინა არ ეთამაშა. დანარჩენი რჩება მასსა და ჩემს შორის.

იმედგაცრუებული არ ვარ, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ყველას პატივს ვცემ, ეს ყველაფერი გასახდელში უნდა დარჩეს. აქვს თუ არა მას ჩემთან მომავალი „რეალში“? არ ვიცი, ახლა ის მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია. მან აირჩია, რომ „რეალში“ არ ეთამაშა, ეს არის მხოლოდ ის, რისი თქმაც შემიძლია.

აზარი? ყოველ ორ-სამ დღეში თამაში მისთვის რთული იყო, მაგრამ ახლა კარგადაა. ლა ლიგის სეზონის ბოლოს პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამჟამად ვარჯიშობს და ბევრად უკეთაა“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ შეხვედრა 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ინგლისელებს პირველი თამაში 2:1 აქვთ მოგებული.

0.150726