ფეხბურთი

18:49 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში 5 შეცვლის უფლებას არ გამოიყენებენ

ინგლისის პრემიერლიგაში ახალი სეზონიდან 5 შეცვლის უფლებას არ გამოიყენებენ. ამაზე უარი გუნდებმა ნებაყოფლობით თქვეს.

ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ 20 გუნდიდან უმეტესობამ, კერძოდ 11-მა მხარი არ დაუჭირა თამაშში 5 შეცვლის გამოყენებას. შესაბამისად, ისევ 3 შეცვლა მოხდება თითოეული გუნდის მხრიდან.

5 შეცვლის წინააღმდეგ იყვნენ პრემიერლიგაში ახლახან აღზევებული გუნდები, „ლიდს იუნაიტედი“, „ვესტ ბრომვიჩი“ და „ფულჰემი“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დამდეგი სეზონი დაახლოებით ერთ თვეში, 12 სექტემბერს დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133077