ფეხბურთი

18:04 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "პირველ თამაშზე თუ ვიფიქრებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ამბობს, რომ მისმა გუნდმა პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობის შესახებ არ უნდა იფიქროს, რადგან ყველაფერი შესაძლებელია.

„პირველ თამაშში კარგ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ თუ ამაზე ვიფიქრებთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება. ბევრი არ უნდა ვიფიქროთ იმ უპირატესობაზე, რომელიც გვაქვს.

ვიცით, რომ ეს უპირატესობა არსებობს, მაგრამ ასეთ დიდ გუნდებს, როგორებიც „რეალი“, „ბარსელონა“ ან „ბაიერნია“, შეუძლია სცენარის შეცვლა. იცნობენ ამ ტურნირს და იციან როგორ ითამაშონ.

ჩვენ არ გავაკეთებთ ტაქტიკურ ან სხვა ცვლილებებს, რომ ისინი გავაოცოთ. ერთადერთი მიზანია, რომ ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და ჩვენი გულშემატკივრის გარეშე ვითამაშოთ. თავს დავიცავთ, როცა ეს საჭირო იქნება, ვიბრძოლებთ, ვირბენთ, გავერთობით, უბრალო საკითხებია. გუნდს მხოლოდ ეს უნდა ჰქონდეს და მეც ამას ვითხოვ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ პირველი მატჩი ესპანეთში 2:1 აქვს მოგებული და უპირატესობას ფლობს, საპასუხო მატჩი კი 7 აგვისტოს ინგლისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103126