ფეხბურთი

10:19 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუმ დაასახელა მოთამაშეები, რომლებიც არ იყიდებიან

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, ჟურნალისტებს იმ ფეხბურთელების შესახებ უამბო, რომლებიც არ გაიყიდებიან.

„ტრინკაუ, პედრი, ფატი, რიკი პუჩი და არაუჟო არ იყიდებიან. ესენი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და სწორედ მათზე უნდა აეწყოს მომავალი გუნდი.“ - ციტირებს ბარტომეუს სიტყვებს Marca.

ახლადდამთავრებულ ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონამ“ 38 ტურში 82 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. 5 პუნქტით ჩამორჩა მადრიდის „რეალს.“

ჩემპიონთა ლიგაში კი მერვედფინალშია გასული, სადაც 8 აგვისტოს საპასუხო მატჩს გამართავს „ნაპოლისთან“ შინ. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112718