სხვა

10:52 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიგურულ ციგურაობაში დიდი პრიზების ტურნირები ჩატარდება

ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) განცხადებით, ფიგურულ ციგურაობაში დიდი პრიზების სერიის ტურნირები კალენდრის შესაბამისად, ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება. ოღონდ, ისინი ადგილობრივ მოციგურავეებზე იქნება ორიენტირებული, რათა სპორტსმენები კორონავირუსისგან დაცულები იყვნენ.

დდ პრიზების სერიის ტურნირები 1995 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება. მასში ექვსი ტურნირი შედის, რომელთა საუკეთესო ექვსეულები, სერიის ფინალში გამოსვლის უფლებას ღებულობენ. ფინალი დეკემბერში ტარდება.

დიდი პრიზების სერიაში შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის და რუსეთის ტურნირები შედის. სამწუხაროდ, ამჯერად მათზე მხოლოდ ადგილობრივი და ის მოციგურავეები იასპარეზებენ რომლებიც ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში ვარჯიშობენ. მათ დაემატებიან სპორტსმენები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ყურნირის მასპინძელ ქვეყანასთან შეუზღუდავი მიმოსვლა აქვთ.

ISU აცევე აცხადებს, რომ პეკინთან ჯერ ფინალის გამართვის საკითხი შეთანხმებული არ აქვს. დიდი პრიზების სერიის ფინალი იმავდროულად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სატესტო ტურნირიცაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115452