ფეხბურთი

23:17 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა გააძევეს, "შახტარი" ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

ევროპა ლიგის მერვედფინალში დონეცკის „შახტარმა“ გერმანული „ვოლფსბურგი“ 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 5:1 აჯობა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

უკრაინელებმა სამივე გოლი 89-ე წუთის შემდეგ გაიტანეს. დონეცკელთა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა 68-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

ხოჭოლავამ მეტოქის სახიფათო შეტევა გამიზნულად ჩაშალა და მსაჯისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა. ამის მიუხედავად „შახტარმა“ იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე „აინტრახტს“, ან „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114078