სხვა

4:32 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეგან ბერნალმა ტურისთვის შესანიშნავი განაცხადი გააკეთა

კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა საგზაო ველოსპორტის განახლებული სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ყველას დაანახა, რომ ტურ დე ფრანსისთვის კარგად არის მომზადებული. „ინეოსის“ მრბოლმა საფრანგეთში ლა რუტ ოქსიტენი მოიგო და ეს მაშინ, რომ მასზე ტიტულოვანი თანაგუნდელი კრის ფრუმი მხოლოდ 37-ე ადგილს დასჯერდა.

ბერნალმა რბოლის მეოთხე, გადამწყვეტ დღეს, 195-კილომეტრიან დისტანციაზე ორი წამი დათმო ფრანგ ბენუა კოსნეფროისთან, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საერთო ჩათვლაში გამარჯვება მოეპოვებინა. კოლუმბიელმა, ვინც რბოლის მესამე დღე მოიგო, საბოლოოდ 19 წამით დაამარცხა რუსი თანაგუნდელი პაველ სპივაკოვი.

ფრუმი, ვინც ასევე „ინეოსის“ წევრია და ამ გუნდში ბოლო სეზონს ატარებს, გამარჯვებულს 9 წუთით და 26 წამით ჩამორჩა. თუმცა ეს რბოლა მისთვის უბრალო მოთელვა იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ფრუმიც და ბერნალიც ტურზე, რომელიც სტარტს თვის ბოლოს აიღებს, გუნდის ლიდერები იქნებიან.

0.113677