ისტორია

9:47 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

5 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1948. დაიბადა რეიმონდ (რეი) ნილ კლემენსი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1967-81) და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” (1981-88) მეკარე. სამ-სამჯერ ფლობდა ჩემპიონთა (1977, 1978, 1981) და უეფას (1973, 1976, 1984) თასებს. 1977-ში მოიპოვა ევროპის სუპერთასი. ინგლისის ხუთგზის (1973, 1976, 1977, 1979, 1980) ჩემპიონი და საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის (1974, 1982) მფლობელი. 1981 წელს მოიგო ინგლისის ლიგის თასი. 1974, 1976, 1977, 1979, 1980 და 1981 წლებში დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. ინგლისის პირველ დივიზიონში ჩაატარა 778 მატჩი. ინგლისის ნაკრებში იასპარეზა 61-ჯერ. 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა თასის განმეორებითი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა ჩაატარა. მატჩი “დინამომ” 3:0 მოიგო. 1992-93 წლებში წვრთნიდა “ტოტენჰემს”, 1996-2007 წლებში ინგლისის ნაკრებში მეკარეთა დამრიგებლად მუშაობდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1901. ირლანდიელმა მძლეოსანმა პიტერ ო’კონორმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7,85 მ).

1914. დევისის თასის მეთორმეტე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 3:2 მოუგო.

1921. ბეისბოლის შეხვედრის რეპორტაჟი პირველად გადაიცა რადიოეთერით.

1923. ჰენრი სალივანი პირველი ამერიკელი მოცურავე გახდა, რომელმაც ლა მანშის გადაცურვა მოახერხა.

1936. ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენსმა ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

1938. დევისის თასის 33-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ფილადელფიაში ჩატარდა.

1950. ფლორენს ჩედუიკმა ლა მანში სარეკორდო დროში, 13 საათსა და 23 წუთში გადაცურა.

1954. კრივში “დიდების დარბაზი” დაარსდა, რომლის პირველი წევრები, 24 მოქმედი და 15 ვეტერანი სპორტსმენი გახდნენ.

1962. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელ ნოიკირხენის “ბორუსიასთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი გიორგი სიჭინავამ გაიტანა. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, გ. სიჭინავა, დათუნაშვილი (მელაშვილი), იამანიძე, კალოევი, ბარქაია (ხუნდაძე), მესხი. “დინამოს” მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა. შეხვედრა ნოიკირხენში ჩატარდა.

1966. ჟოზე ტორესმა ქვემძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ედი კიტონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1984. ჯოან ბენუიმ ქალთა შორის ჩატარებული პირველი მარათონული გარბენი მოიგო (2:24,52).

1986. ნორვეგიელმა მძლეოსანმა ინგრის კრისტიანსენმა ხუთ კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:37,33).

1991. ლეგენდარულმა უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ შვედეთის ქალაქ მალმიოში მიმდინარე შეჯიბრებაზე სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.00 მ).

2002. მადრიდის “რეალის” დაარსების 100 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ფინალში “სამეფო კლუბმა” მიუნხენის “ბაიერნთან” 1:2 წააგო. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ შეჯიბრებაში “მილანი” და “ლივერპულიც” მონაწილეობდნენ.

2005. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლონდონმა პატიოსან ბრძოლაში მოიპოვა 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება და ამ მხრივ ეჭვის საფუძველი არაა.

2005. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა, რომ 2007 წლის NBA-ს “ყველა ვარსკვლავის მატჩი აშშ-ის ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასში ჩატარდებოდა. ამ დონის მატჩი პირველად გაიმართა იმ ქალაქში, რომელსაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წარმომადგენელი არ ჰყავს.

2007. ჩეხეთში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა A კატეგორიის ტურნირში, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ნიკო კუციამ (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (90), კონსტანტინე მუკვანი (199) და ლევან მუქერია (მძიმე წონა) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

2010. საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის შესარჩევმატჩშისაქართველოსნაკრებიგასვლაზე ბელგიასთან 64:74 დამარცხდა.

2010. ფეხბურთში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითმატჩშიზესტაფონიშინლვოვისკარპატთან” 0:1 დამარცხდა (პირველ მატჩშიც დასავლეთუკრაინელებმაამანგარიშითიმარჯვეს),თბილისისდინამოკი ავსტრიის გრაცისშტურმს” 1:1 დაუზავდა(გასვლაზედინამოელებმა0:2 დათმეს).

ამ დღეს დაიბადნენ

1931. ვლადიმირ როდიჩენკო. რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.

1925. მანოლ მანოლოვი. ბულგარელი საფეხბურთო მცველი. სამი ოლიმპიადის (1952, 1956, 1960) მონაწილე. ბილგარეთის ნაკრებში ჩაატარა 57 მატჩი. ბულგარეთის 12-გზის ჩემპიონი. ეროვნულ პირველობაზე ამდენი ოქროს მედალი სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ მოუპოვებია. ხუთჯერ ფლობდა ბულგარეთის თასს.

1935. ჯონ მაკარტნი. ამერიკელი ჰოკეისტი. 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1938. ჰეისეს ვენდელ ჯოუნსი. ამერიკელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარჯრბენში 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1948. რეიმონდ (რეი) ნილ კლემენსი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1967-81) და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” (1981-88) მეკარე. სამ-სამჯერ ფლობდა ჩემპიონთა (1977, 1978, 1981) და უეფას (1973, 1976, 1984) თასებს. 1977-ში მოიპოვა ევროპის სუპერთასი. ინგლისის ხუთგზის (1973, 1976, 1977, 1979, 1980) ჩემპიონი და საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის (1974, 1982) მფლობელი. 1981 წელს მოიგო ინგლისის ლიგის თასი. 1974, 1976, 1977, 1979, 1980 და 1981 წლებში დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. ინგლისის პირველ დივიზიონში ჩაატარა 778 მატჩი. ინგლისის ნაკრებში იასპარეზა 61-ჯერ. 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა თასის განმეორებითი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა ჩაატარა. მატჩი “დინამომ” 3:0 მოიგო. 1992-93 წლებში წვრთნიდა “ტოტენჰემს”, 1996-2007 წლებში ინგლისის ნაკრებში მეკარეთა დამრიგებლად მუშაობდა.

1950. როზი მატერმაიერი. გფრ-ის სამთო მოთხილამურე. გიგანტურ სლალომში 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1962. პატრიკ იუინგი. წარმოშობით იამაიკელი კალათბურთელი (212 სმ). 12 წლის ასაკში ოჯახთან ერთად აშშ-ში გადაბარგდა. აშშ-ის ნაკრების რიგებში მოგებული აქვს ორი ოლიმპიადა (1984, 1992). დასახელებულია მსოფლიოს ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის. თერთმეტჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში, აქედან ათი წლის განმავლობაში ზედიზედ (1988-97). ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ხუთჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო თორმეტჯერ კვირის უძლიერეს კალათბურთელად. NBA-ის ისტორიაში შედეგიანობით მე-13 ადგილზეა (24425 ქულა). გამოდიოდა “ნიუ იორკ ნიკზში.” ამ კლუბის რეკორდსმენია მოპოვებულ ქულათა (23665) და ჩატარებული მატჩების (1039) რაოდენობით. 1993 წელს NBA-ის სუპერფინალურ სერიაში, იუინგის “ნიკზი” მაიკლ ჯორდანის “ჩიკაგო ბულზთან” 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდგომ “ხარებმა” ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

1962. ოტის ტორპი. “ვანკუვერ გრიზლისა” და “დეტროიტ პისტონზის” ფორვარდი (197 სმ).

1965. მიხაელ სკიბე. თამაშობდა გელზერკირხენის “შალკეში.” წვრთნიდა დორტმუნდის “ბორუსიას.” მუშაობდა გერმანიის საფეხბურთო ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

1972. პრედრაგ ჯორჯევიჩი. იუგოსლავიის (სერბია-ჩერნოგორიის) ნაკრების, “ცრვენა ზვეზდას,” “პანათინაიკოსისა” (1996-2009) და “პანილიაკოსის” ნახევარმცველი. საბერძნეთის 12-გზის ჩემპიონი. ხუთჯერ ფლობდა საბერძნეთის თასს. სერბიის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1974. ფრენკი ჰეიდუკი. აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მცველი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1977. ლერონ პროფიტი. “ვაშინგტონ უიზარდსის” მსროლელი-ფორვარდი (192 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალნენ

2005. პოლინა ასტახოვა. პლანეტის ერთ-ერთი ტიტულოვანი ტანმოვარვიშე. უკრაინელი სპორტსმენი. 1956, 1960 და 1964 წლებში გუნდურ ჩათვლასა და ცალკეულ იარაღებზე ვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ოლიმპიადებზე აგრეთვე ვერცხლის სამი და ბრინჯაოს ორი მედალი აქვს მოპოვებული. მსოფლიოს ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. გარდაიცვალა 68 წლის ასაკში.

2005. ბერტი ჰილი. მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ იგი მოყვარული ცხენოსანი გახდა და 1956 წელს ოლიმპიური თამაშები მოიგო. 1956 წლის ოლიმპიადის შეჯიბრება ცხენოსნობაში, ავსტრალიაში მოქმედი კარანტინის გამო, მელბურნის ნაცვლად, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდა. ცხენოსანთა ასპარეზობაში (10-17 ივნისი) 29 ქვეყნის 159-მა ჟოკეიმ მიიღო მონაწილეობა. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბერტი ჰილმა საცხენოსნო სკოლა დააარსა და მის მოსწავლეთა შორის, პრინცესა ანაც იყო. ჰილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125461