ფეხბურთი

1:55 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფულჰემი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

ლონდონის „ფულჰემი“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში სკოტ პარკერის გუნდმა „ბრენტფორდი“ დამატებით დროში დაამარცხა და 1-წლიანი პაუზის შემდეგ ელიტას დაუბრუნდა.

ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, სამაგიეროდ დამატებითი დრო გამოდგა შედეგიანი და 30 წუთში 3 გოლი გავიდა.

მატჩის გმირი ლონდონელთა ფეხბურთელი ჯო ბრაიანი გამოდგა. მან დუბლი შეასრულა და განსაკუთრებით ფანტასტიკური პირველი გოლი გახლდათ. მატჩის მიწურულს ჰენრიკ დალსგაარდის გოლით „ბრენტფორდმა“ სხვაობის შემცირებათ მოახერხა.

ამრიგად, „ლიდს იუნაიტედისა“ და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ შემდეგ პრემიერლიგის მომდევნო სეზონის მესამე ახალწვეული „ფულჰემი“ იქნება.

0.111071