ფეხბურთი

17:54 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი კასილიასს: "მადლობა იკერ, შენს გარეშე ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა"

ლეგენდარული იკერ კასილიასის კარიერის დასრულებას მისი მეგობარი და წლების განმავლობაში კონკურენტი ჯანლუიჯი ბუფონი გამოეხმაურა.

„ამბობენ, რომ კონკურენცია სხვებთან შედარებით უკეთესს გხდის, მაგრამ არა სრულყოფილს საკუთარი თავის წინაშე. იქნებ ეს უშედეგო სწრაფვა სრულყოფილებისკენ არის ის, რამაც შგვიქმნა ის, ვინც ახლა ვართ. მადლობა იკერ, შენს გარეშე ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი და კასილიასი ერთი თაობის მეკარეები არიან და წლების განმავლობაში პირველი ნომრობისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ. ამავდროულად, ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119467