ფეხბურთი

15:24 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია

ფრანგულმა L’Equipe-მა ბოლო ნომერი საუკეთესო მწვრთნელის გამოვლენას დაუთმო.

მათი ჟურნალისტების აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი, ზინედინ ზიდანია. რჩეულთა შორის „ლივერპულის თავკაცი, იურგენ კლოპი და „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მოხვდნენ.

გასულ სეზონში ზიდანმა „სამეფო კლუბი“ ესპანეთის ჩემპიონი გახადა. იურგენ კლოპმა კი „ლივარპული“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ, გააპირველა ინგლისში. გვარდიოლას „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული და პირველი მატჩი „რეალთან“ მოგებული აქვს.

0.143124