ისტორია

9:38 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

4 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1996 - ატლანტაში თანამედროვეობის ოცდამეექვსე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 197 ქვეყნის 10 332 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (44 ოქრო, 32 ვერცხლი, 25 ბრინჯაო), მეორე საფეხური გერმანელმა ათლეტებმა დაიკავეს (20, 18, 27), ხოლო მესამეზე რუსეთის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ (26, 21, 16). ეს იყო მრავალმხრივ გამორჩეული, საიუბილეო ოლიმპიური თამაშები (თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადა 1896 წელს ათენში ჩატარდა). ატლანტაში პირველად წარსდგა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენმა ოლიმპიელებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილებზე ძიუდოისტი სოსო ლიპარტელიანი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელდარ კურტანიძე გავიდნენ.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1919 - გლაზგოს “რეინჯერსმა” ჭაბუკ დევიდ მაიკლჯონთან გააფორმა კონტრაქტი. შემდგომში იგი “რეინჯერსის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. გუნდში მაიკლჯონი 1936 წლამდე თამაშობდა და მის რიგებში 600-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. იგი 13-ჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ხოლო ასოციაციის თასს ოთხჯერ დაეუფლა.

1938 - ინგლისში სატრანსფერო რეკორდი დამყარდა. “არსენალმა” “ვულვერჰემპტონ უონდერერსისგან” ბრინ ჯოუნსი 14 ათას გირვანქად შეიძინა.

1945 - ამერიკელმა გოლფისტმა ბაირონ ნელსონმა სეზონში სარეკორდო რაოდენობის, მეთვრამეტე ტურნირი მოიგო.

1949 - ამერიკის ორი საკალათბურთო ლიგის NBL-ისა და NBAA-ს შერწყმის შედეგად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) შეიქმნა.

1954 - თბილისის “დინამომ” ფეხბურთში საკავშირო ჩემპიონატის მატჩში, ხარკოვის “ლოკომოტივს” 7:1 მოუგო. ეს შეხვედრა იმითაცაა აღსანიშნავი, რომ ავთანდილ ღოღობერიძის მიერ ასპარეზობის მიწურულს გატანილი გოლი, “დინამოელთა” მიერ სსრკ-ის პირველობაზე მეშვიდასე გატანილი ბურთი აღმოჩნდა.

1957 - ფორმულა-1-ის ნიურბურგრინგის (გერმანია) გრან-პრი არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ (“მაზერატი”) მოიგო. მისი მიღწევა იმითაცაა აღსანიშნავი, რომ სამხრეთამერიკელმა პილოტმა გამარჯვების მოპოვება ყველაზე ხანდაზმულ, 46 წლის ასაკში მოახერხა.

1984 - ლოს ანჯელესის ოლიმპიადის მსვლელობისას ამერიკელმა სპრინტერმა კარლ ლუისმა 100 მეტრზე გარბენი მოიგო.

1985 - თბილისის დინამომ“ ბულგარეთის ქალაქ ვარნას საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ფინალში “დინამოელებმა” იუგოსლავიურ (ხორვატულ) “რიეკასთან” 1:3 წააგეს. ქართველთაგან გოლი გია გურულმა გაიტანა. “დინამო”: გაბელია, მიქაბერიძე (ბარათაშვილი), მახარაძე, კეტაშვილი (ჭედია), არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, ჟორდანია (მესხი), გურული, ცაავა, ჩქარეული (ფრიდონაშვილი). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1996 - ატლანტაში თანამედროვეობის ოცდამეექვსე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 197 ქვეყნის 10 332 სპორტსმენმა მიიღო. Aრაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (44 ოქრო, 32 ვერცხლი, 25 ბრინჯაო), მეორე საფეხური გერმანელმა ათლეტებმა დაიკავეს (20, 18, 27), ხოლო მესამეზე რუსეთის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ (26, 21, 16). ეს იყო მრავალმხრივ გამორჩეული, საიუბილეო ოლიმპიური თამაშები (თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადა 1896 წელს ათენში ჩატარდა). ატლანტაში პირველად წარსდგა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენმა ოლიმპიელებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილებზე ძიუდოისტი სოსო ლიპარტელიანი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელდარ კურტანიძე გავიდნენ.

1997 - საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში, თბილისისდინამომბათუმელითანაკლუბელები4:1დაამარცხა და საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. გამარჯვებულთაგანგოლებიდავით მუჯირმა, კახაგოგიჩაიშვილმა, კახა კალაძემ და რატი ალექსიძემ გაიტანეს. თბილისის “დინამო”: ზოიძე, კალაძე, ზ. ჯელაძე (გუჩუა), დიდავა, ლობჟანიძე, გოგიჩაიშვილი (ალექსიძე), კიკნაძე, ცქიტიშვილი (გოგობერიშვილი), ჩხაიძე (დავითნიძე), მუჯირი (ხომერიკი), იაშვილი (კვარაცხელია). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 4:1 (2:0)

4 აგვისტო. 1997 წელი. ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი. 6.000 მაყურებელი

დინამო (თბ): ზოიძე, კალაძე, ჯელაძე (46. გუჩუა), დიდავა, ლობჟანიძე, გოგიჩაიშვილი (64. ალექსიძე),კიკნაძე, ცქიტიშვილი (46.გოგობერიშვილი), ჩხაიძე (88. დავითნიძე), დავით მუჯირი (58. ხომერიკი),იაშვილი (87. კვარაცხელია)

მთვარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

დინამო (ბთ): ტოგონიძე, ივანე მახარაძე (40. ფუტკარაძე), მინდაძე, ჭიჭვეიშვილი, ასპინძელაშვილი,სიჭინავა, მაქაცარია (46. აფხაზავა), ღლონტი, სოლოღაშვილი, კანტიძე, ჩუხუა (46. ყულეჯიშვილი)

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

გოლები: 1:0 მუჯირი (20), 2:0 გოგიჩაიშვილი (27. პენ.), 3:0 კალაძე (55), 3:1 აფხაზავა (75. პენ.), 4:1 ალექსიძე(85)

გაფრთხილება: მუჯირი, ჩუხუა, სოლოღაშვილი

გაძევება: სოლოღაშვილი (43)

მთავარი მსაჯი: პაატა დოგრაშვილი (ქუთაისი)

თბილისის "დინამო" – საქართველოს 1997 წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი

ბათუმის "დინამო" – საქართველოს თასის 1997 წლის გათამაშების ფინალისტი

1999 - ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, თბილისის “დინამომ” კიშინიოვში, “ზიმბრუსთან” 0:2 წააგო. პირველი შეხვედრა “დინამოელებმა” თბილისში 2:1 მოიგეს და მესამე ეტაპზე “ზიმბრუ” გავიდა. “დინამო”: დონდტი, ხიზანიშვილი, ჭიჭვეიშვილი, დიდავა, გიგიაძე (შენგელია), ხომერიკი, კიკნაძე, ალექსიძე, დე სოუზა, აშვეთია (წიტაიშვილი), სიჭინავა. გუნდს იოჰან ბოსკამპი წვრთნიდა.

2005 - მადრიდის “რეალი” პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ დატოვა, რომელმაც კონტრაქტი მილანის “ინტერთან” გააფორმა.

2007 - ჩეხეთში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა A კატეგორიის ტურნირში, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ოქროს, ზვიად ბაზანდარაშვილმა (73 კგ) ვერცხლის, ხოლო სანდრო იაკობაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2009 - მადრიდის “რეალმა” წინასასეზონოდ გულშემატკივარს კიდევ ერთი ახალწვეული, ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა წარუდგინა.

2009 - უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ისრაელის ჰაიფას “მაკაბი” საკუთარ მინდორზე ყაზახურ “აკტობესთან” 0:3 მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის მოგება მაინც მოახერხა, 4:3.მაკაბელთა მესამე და მეოთხე გოლები კლუბის ქართველმა ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა გაიტანა.ამ გუნდების პირველი მატჩი 0:0 დასრულდა და ფლეი ოფში ჰაიფელები გავიდნენ.

2010 - ბრაზილიის თასის ფინალის განმეორებით მატჩში “სანტოსმა” “ვიტორიასთან” 1:2 წააგო, მაგრამ პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული და თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის თასი.

2011 - ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის “დინამომ” ისლანდიის “რეიკიავიკს” 2:0 მოუგო (პირველ შეხვედრაში ქართველებმა 4:1 იმარჯვეს) და პლეი ოფში გავიდა. რუსთავის “მეტალურგმა” განმეორებითი მატჩიც წააგო საფრანგეთის “რენთან” 0:2 (თბილისში რენელებმა 5:2 მოიგეს).

2013 - უნგრეთის წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბარსელონაში მიმდინარე პირველობის ფინალში უნგრელებმა ჩერნოგორიას 8:7 მოუგეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1909 - გლენ კანინგემი. ამერიკელი მძლეოსანი. საშუალო დისტანციებზე რბენაში, გასული საუკუნის 30-იან წლებში, სერიოზული კონკურენტი არ ჰყავდა.

1912 - მორის გიგი. ფიფას ფრანგი არბიტრი. მსოფლიოს 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მთავარი მსაჯი. გიგი საფრანგეთის პოლიციის ოფიცერი იყო.

1921 - მორის რიშარი. “მონრეალ კანადიენსის” ლეგენდარული ჰოკეისტი. სტენლის თასის რვაგზის მფლობელი. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მან პირველმა, მოახერხა სეზონში 50 შაიბის გატანა, ასევე პირველმა შეძლო ჯამში 500 შაიბის შეგდება (სულ გატანილი აქვს 544 გოლი).

1928 - უდჰამ სინგჰი. ლეგენდარული ინდოელი ბალახის ჰოკეისტი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1952, 1956, 1964). სულ ხუთ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.

1933 - ნათან ეუჯენ ბრუკსი. ამერიკელი მოკრივე. საშუალო წონით კატეგორიაში 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1939 - ოლეგ ზაიცევი. შაიბიან ხოკეიში 1964 და 1968 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1941 - ქუინსი დენიელსი. ამერიკელი მოკრივე. რომის 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1945 - ფრედ ჰანსენი. ამერიკელი მძლეოსანი. მამაკაცთა შორის სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1952 - დანიელ ბაუტისტა. მექსიკელი მძლეოსანი. 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მოგებული აქვს მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადა.

1958 - გრეგ ფოსტერი. ამერიკელი მძლეოსანი. 110 მეტრ თარჯრბენში ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.

1967 - მაიკ მარში. ამერიკელი მძლეოსანი. 200 მეტრზე რბენაში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1970 - ვლადიმერ ნოვიკოვი. სპორტულ ტანვარჯიშში სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (გუნდური).

1973 - ნიკოს დაბიძასი. საბერძნეთის ნაკრების, “ოლიმპიაკოსის,” “ნიუკასლისა” და “ლესტერ სიტის” ფეხბურთელი. პორტუგალიის 2004 წლის ევროპის ჩემპიონი. საბერძნეთის ჩემპიონი. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის ფინალისტი.

1973 - რობერტო მარკუში (მარკუშ რობერტო სილვეირა რეიში). ბრაზილიის ნაკრებისა და “პალმეირასის” მეკარე. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი. კორეა-იაპონიიის მუნდიალზე მუნდიალზე ჩაატარა 7 მატჩი. 1999 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 2005 წელს იმარჯვა კონფედერაციათა თასზე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 27 მატჩი. “პალმეირასის” შემადგენლობაში 1999 წელს დაეუფლა ლიბერტადორესის თასს. ბრაზილიის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1976 - ლევან სილაგაძე. საქართველოს ნაკრების, რუსთავის “გორდას,” თბილისის “ლოკომოტივის,” “დინამოს,” და “მერანის,” ქუთაისის “ტორპედოს,” რიგის “სკონტოს,” ყაზანის “რუბინის”, რუსთავის “ოლიმპის” და ბაქოს “სტანდარტის” ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი.

1981 - მალხაზ ასათიანი. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს”, მოსკოვის “ლოკომოტივის” და კიევის “დინამოს” მცველი-ნახევარმცველი. 2003 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა, რუსეთის გუნდს 1:0 მოუგო და ერთადერთი გოლი, სწორედ მალხაზ ასათიანის ანგარიშზეა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სამგზისა და რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებული. რუსეთის სუპერთასის მფლობელი. უკრაინის ჩემპიონი. “ლოკომოტივის” შემადგენლობაში დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

1984 - ნატალია ლავროვა. სპორტულ ტანვარჯიშში სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

0.101738