სხვა

2:49 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრილიანტის ლიგის დოჰას შეხვედრა ორი კვირით ადრე ჩატარდება

მძლეოსნობის ბრილიანტის ლიგის დოჰას (ყატარი) შეხვედრას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, გაზაფხულიდან 9 ოქტომბრისთვის იყო გადატანილი, კიდევ ერთხელ შეუცვალეს თარიღი - ორი კვირით ადრე გადმოიტანეს და 25 სექტემბერს ჩატარდება.

ტრადიციულად, ბრილიანტის ლიგის სეზონს დოჰას შეხვედრა ხსნის ხოლმე, რომლის პირვანდელი თარიღი 17 აპრილი იყო, მაგრამ პანდემიის გამო ის შემოდგომაზე გადაიტანეს. ბრილიანტის ლიგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პანდემიის გამო, კალენდარი არაა საბოლოო და ის შეიძლება ისევ შეიცვალოს.

ამჯერად ბრილიანტის ლიგის სეზონს მონაკოს შეხვედრა, 14 აგვისტოს გახსნის. მას კი სტოკჰოლმის (შვედეთი), ლოზანას (შვეიცარია), ბრიუსელის (ბელგია), რომი/ნაპოლის (იტალია), დოჰას (ყატარი) და ჩინეთის (ქალაქი ჯერ საბოლოოდ არჩეული არაა) შეხვედრები უნდა მოჰყვეს.

გარდა ამისა, ეპიდემიის გამო არ ჩატარდება ლიგის შეხვედრები იუჯინში (აშშ), ლონდონში (ბრიტანეთი), პარიზში (საფრანგეთი), რაბათში (მაროკო), გეიტსჰედსა (ბრიტანეთი) და შანჰაიში (ჩინეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121263