ფეხბურთი

0:50 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

თბილისის „საბურთალოს“ ფეხბურთელი ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას „მეზოკოვესდში“ გააგრძელებს. უნგრულმა კლუბმა ეს ცნობა უკვე დაადასტურა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ლუკა უნგრეთშია და დღეს კონტრაქტს ხელსაც მოაწერს, რომელიც ძალაში 2023 წლის ზაფხულამდე იქნება.

ლაკვეხელიანს აქამდე მხოლოდ „საბურთალოში“ უთამაშია და 92 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

„მეზოკოვესდის“ საუკეთესო ბომბარდირი გასულ სეზონში ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც გუნდი უკვე დატოვა. უნგრულ კლუბს კარგი სეზონი ჰქონდა, მეოთხე ადგილზე გავიდა და თასის ფინალიც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133157