ფეხბურთი

19:24 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტემ "იუვენტუსი" უარყო

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „იუვენტუსში“ დაბრუნება სურდა. იტალიელის განცხადებით, მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„კატეგორიულად უარვყოფ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებთან და ფეხბურთელებთან გუნდში დაბრუნებაზე საუბარი მქონდა. „ინტერს“ 3-წლიან პროექტზე დავთანხმდი და როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს ცხოვრებაში, ახლაც ვიმუშავებ და ვიბრძოლებ მთელი ძალით რაც შემიძლია, რომ ეს გამარჯვებული პროექტი გახდეს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად იწერება კონტესა და „ინტერის“ ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის შესახებ. ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რამდენიმე დღის წინ კონტემ ისინი საჯაროდ გააკრიტიკა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112805