ფეხბურთი

12:33 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ორი ფავორიტი დაასახელა. ფრანგის აზრით, წელს ტურნირის მოგების ყველაზე კარგი შანსი „პარი სენ ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტის“ აქვთ.

„ჩემთვის პსჟ და „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ორი მთავარი ფავორიტია მათი პოტენციალიდან გამომდინარე. ვგრძნობ, რომ პარიზელები ცოტა უფრო ძლიერები არიან, ვიდრე 3-4 წლის წინ იყვნენ. ახლა უფრო მყარი გუნდია.

ადრე კონკურენცია უფრო ძლიერი იყო და ვფიქრობ, რომ ევროპული ფეხბურთის ხარისხი გაუარესდა, მაგრამ პსჟ და „სიტი“ კვლავ რჩებიან ევროპის ტოპ სამ-ოთხ გუნდში“, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, პსჟ მეოთხედფინალში „ატალანტას“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ მერვედფინალის საპასუხო მატჩი ინგლისში მადრიდის „რეალთან“ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127461