სხვა

1:14 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

400 მეტრზე სპრინტში ოლიმპიურ ჩემპიონს COVID-19 აღმოაჩნდა

400 მეტრზე სპრინტში ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიო რეკორდსმენის, სამხრეთაფრიკელი უეიდ ვან ნაიკერკის სინჯმა, მისი კორონავირუსით დაავადება დაადასტურა. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, ვან ნაიკერკი იტალიის ქალაქ ტრიესტეში იმყოფება, სადაც ტურნირზე საასპარეზოდ ემზადებოდა.

ვან ნაიკერკი ოლიმპიური ოქროს მფლობელი რიოს ოლიმპიადაზე გახდა და მსოფლიო რეკორდიც (43.03 წამი) იქვე დაამყარა. 2017 წელს კი მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, სამხრეთ აფრიკის გარეთ არც უასპარეზია. სამხრეთაფრიკელი ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლასაც გეგმავს და სურს, გახდეს პირველი მორბენალი, ვინც 400 მეტრს 43 წამზე ნკლებში გაირბენს.

„არ ვიცი, რამდენად არის ეს შესაძლებელი. უეიდი მთელი კვირა ვარჯიშობს და ამ პერიოდში ერთი სიმპტომიც არ ჰქონია, პოზიტიური ტესტის შემდეგაც კი. მას არც სიცხე აქვს“, - ამბობს 28 მორბენლის მენჯერი პეეტ ვან ცილი.

ვან ნაიკერკმა მუხლის ტრავმა, რაგბის საქველმოქმედო შეხვედრის დროს მიიღო. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი კარიერაც საფრთხის ქვეშ დადგა. მაგრამ ოლიმპიურმა ჩემპიონმა წელს თებერვალში ვარჯიში განაახლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103158