ფეხბურთი

17:59 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "მესი "ბარსაში" დარჩება, ლაუტაროს ახლა ვერ ვიყიდით"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის, ლაუტარო მარტინესისა და არტურ მელოს შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ლეო თავის სიტყვას შეასრულებს და კარიერას აქ დაასრულებს. ის ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის აქ დასრულება უნდა. კონტრაქტი 2021 წელს იწურება, მაგრამ მას სამი-ოთხი წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

ლაუტარო? „ინტერთან“ მოლაპარაკებები გვქონდა, მაგრამ შევწყვიტეთ, რადგან ახლა დიდი ინვესტიისთვის სათანადო სიტუაცია არაა.

არტური? ის არასწორად მოიქცა და დაარღვია კონტრაქტი, რადგან ჩემპიონთა ლიგის ბოლომდე ჩვენთან უნდა ეთამაშა. შეგვეძლო მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ მან შეთავაზება მიიღო „იუვესგან“ და ჩვენ პიანიჩი ყოველთვის მოგვწონდა. ასე, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. „ბარსას“ დატოვების გადაწყვეტილება თვითონ არტურმა მიიღო“, - თქვა ბართომეუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119118