კალათბურთი

16:50 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინდიანამ ფილადელფია დაამარცხა, ბითაძეს კი მალე დაბრუნების შანსი გაუჩნდა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგა გოგა ბითაძის “ინდიანასთვისაც” განახლდა. ქართველი ცენტრის გუნდმა “ფილადელფია” 127:121 დაამარცხა, რაც “ფინიქსიდან” გადმოყვანილი ტიჯეო უორენის დამსახურებაა. უორენმა ფილადელფიელებს 53 ქულა ჩაუგდო, რაც მისი კარიერის და ინდიანელთა ბოლო 15 წლის რეკორდია.

ქართველ ცენტრს არ უთამაშია, თუმცა თამაშის წინა წინ მისი ჯანმრთელობის შესახებ სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვალა. აქამდე ბითაძის გასწვრივ განაცხადში ეწერა Out (არ იქნება), ახლა კი – Questionable (საეჭვოა). მუხლის ტკივილის გამო, გოგამ ორლანდოში ინდიანას ყველა ვარჯიში გამოტოვა, ხოლო პეისერსის თავკაცმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მას გამოჯანმრთელებამდე სულ მცირე, ორი კვირა შორებს. როგორც ჩანს, ყველაფერი დიამეტრალურად შეიცვალა და ბითაძეს თამაშის შანსიც გაუჩნდა.

ბითაძეს სავარაუდოდ მოედანზე მალე ვიხილავთ და თუ მას ტრავმა არ შეაწუხებს, აქამდელზე გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება, რადგან ძირითად ხუთეულში თავდამსხმელის პოზიციაზე მყოფი დომანტას საბონისი მძიმედ ტრავმირებულია.

შემდეგ მატჩს ინდიანა 4 აგვისტოს, “ვაშინგტონთან” გამართავს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ 5 თვიანი შესვენების შემდეგ ნბა განახლდა. აღმოსავლეთ კონფერენციის 9 და დასავლეთის 13 გუნდი ფლორიდაში, “დისნეი უორლდშია” შეკრებილი და ყველა მატჩი ერთ ლოკაციაზე იმართება.

GBF.GE

0.127726