ფეხბურთი

16:26 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ძანიოლოზე შეყვარებული ვარ, შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ნიკოლო ძანიოლოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

„ძანიოლოს პოტენციალი და ფიზიკური ძალა აქვს, საოცარ თვისებებზე ვსაუბრობთ. მას არ აქვს „ოქროს ბუცის“ მოგების პოტენციალი, მაგრამ უფრო მეტის ამბიცია შეუძლია ჰქონდეს, მაგალითად, „ოქროს ბურთის“. მასზე შეყვარებული ვარ. ძალა და სისწრაფერ, ყველაფერს მაღალ დონეზე აკეთებს. არსებობს სხვა მოთამაშეებიც, რომელთაც ეს პოტენციალი აქვთ, მაგრამ არა მის დონეზე“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სეზონში ნიკოლო ძანიოლომ ყველა ტურნირის ჩათვლით 31 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120976