ავტოსპორტი

21:20 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა სილვერსტოუნზეც პოული რეკორდული დროით მოიგო

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ისევ პოულ პოზიციაზეა, ამჯერად მან ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალივიკაციო რბოლა მოიგო და თან ტრასის რეკორდი გააუმჯობესა. 35 წლის ჰამილტონს შანსი აქვს, კვირას ბრიტანულ რბოლაში, მეშვიდე გამარჯვება მოიპოვოს. ჰამილტონს სილვერსტოუნზე უკვე შვიდ პოული აქვს მოპოვებული და მის მიერ მოგებული კვალიფიკაციების რიცხვი უკვე 91-მდე გაიზარდა.

ამაში მას ხელს მხოლოდ თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი თუ შეუშლის, რომელიც კვალიფიკაციაში მეორე დროს დასჯერდა. „მერსედესის“ წყვილი დანარჩენებს წამზე მეტს უგებს და ასეთი ჩამორჩენის კომპენსირება ძნელი წარმოსადგენია. დანარჩენებს შორის, საუკეთესო მაქს ფერსტაპენია.

ჰამილტონს კვალიფიკაციის მეორე ნაწილის დასაწყისში შეცდომა მოუვიდა, მაგრამ მისი მანქანა დაზიანებას გადაურჩა. თუმცა ინციდენტის გამო, რბოლა შეწყდა, რადგან ტრასა ხრეშით დანაგვიანდა და გასაწმენდი გახდა.

„თითქმის ყველა წრეზე, პირველ სექტორში უშეცდომოდ გავლა მიჭირდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. კვალიფიკაციის მესამე ნაწილი კარგად დავიწყე, მაგრამ პირველი წრე მაინც არ იყო იდეალური. მთავარია, შეცდომა აღარ დავუშვი და მეორე წრე უკეთ გავიარე“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა.

ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა, ისევე როგორც კვალიფიკაცია, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'24.303
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.313
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.022
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.124
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.479
  6. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.536
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.662
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1.706
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.906
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 2.036
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.198
  12. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 2.242
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) 2.263
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.789
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.855
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.861
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.063
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 3.340
  19. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 2.441
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.402
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110319