ფეხბურთი

19:16 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემეირლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ხვიჩამ „არსენალის“ 22 წლის ნახევარმცველ დანიილ ლესოვოისა და „კრასნოდარის“ 21 წლის მეკარე მატვეი საფონოვს აჯობა.

გამოკითხვაში პრემიერლიგის კლუბების კაპიტნები, მედიის წარმომადგენლები, რუსეთის ნაკრების მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი და MATCH PREMIER-ის ხუთი ექსპერტი მონაწილეობდა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა. ასეთი პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა. რუსეთში ძალიან რთულია გოლის გატანა, დაცვაში ყველა გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ თუ შემტევი ფეხბურთელი ხარ, უნდა გაიტანო. ამაში უნდა მოვუმატო, მეტი გოლი გავიტანო და ჩემს გუნდს დავეხმარო“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი შეასრულა და ორჯერ პენალტი გამოიმუშავა. ქართველისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა რესტარტის შემდეგი პერიოდი და ხუთჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

0.116403