სხვა

15:01 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

EOC-ის დელეგაცია 2023 წლის ევროპული თამაშების მასპინძლელ პოლონეთს ესტუმრა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნილს ნიგარდის და გენერალური მდივნის რაფაელე პინოცის ხელმძღვანელობით, EOC-ის სადამკვირვებლო კომისია ეწვია 2023 წლის ევროპული თამაშების მასპინძელ კრაკოვსა და მალოპოლსკის სავოევოდოს.

კომისიის წევრებმა დაათვალიერეს სპორტული ობიექტები და საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც კონტინენტის საუკეთესო ათლეტებს დააბინავებენ. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს, პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის მესვეურებს.

მხარეებმა განიხილეს ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის განვითარების საკითხები, ასევე ევროპული თამაშების სპორტული პროგრამა.

„ვარშავაში, კრაკოვში და მალოპოლსკის სავოევოდოში პოლონელ კოლეგებთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა. საორგანიზაციო კომიტეტის განწყობა ოპტიმიზმს გვისახავს, რადგანაც რეგიონში პანდემიის დაძლევის იმედი აქვთ და პარიზი-2024-მდე ერთი წლით ადრე გრანდიოზული სპორტული დღესასწაულის ჩატარების დიდი სურვილიც," - განაცხადა ნილს ნიგარდმა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ევროპულ თამაშებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვა ექნება.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117896