ფეხბურთი

12:55 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" "ტოტენჰემს" ბარტერს სთავაზობს

მილანის „ინტერი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ ბარტერს სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტეს გუნდი ტანგი ნდომბელეთი დაინტერესდა და მზადაა სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს მილან შკრინიარი დაუთმოს.

ჯერჯერობით სხვა უფრო კონკრეტული დეტალი უცნობია. შკრინიარი „ნერაძურის“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, ხოლო ნდომბელე ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ ჯდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ინტერი“ ვეტერან ესპანელ ნახევარმცველ ბორხა ვალეროს კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს და „სან სიროზე“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

0.121882