ფეხბურთი

2:36 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო

„პარი სენ ჟერმენმა“ 2019-2020 წლების სეზონში მესამე ტიტული მოიგო. პარიზელებმა საფრანეთის ჩემპიონობისა და თასის მოგების შემდეგ საფრანგეთის ლიგის თასზე იმარჯვეს.

ფინალში ტომას ტუხელის გუნდს „ლიონთან“ მძიმე 120-წუთიანი ბრძოლის გადახდა მოუწია, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოვიდა, პენალტების სერიაში.

გუნდებმა თამაშიდან გოლის გატანა ვერ შეძლეს და ყველაფერი საფეხბურთო ლატარეაში გაირკვა. იქ მხოლოდ „ლიონის“ შემტევი ბერტრან ტრაორე შეცდა, პაბლო სარაბიამ კი პსჟ-ს საფრანგეთის ლიგის თასი ისტორიაში მეცხრედ მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113011