სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:23 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლივერპული" ყველაზე რთული მეტოქეა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ იურგენ კლოპის გაწვრთნილი "ლივერპული" 2019 და 2020 წლებში ყველაზე რთული მეტოქე გამოდგა მის კარიერაში. გერმანელი სპეციალისტი ერთადერთია, რომელმაც გვარდიოლა ყველაზე მეტჯერ ყავს დამარცხებული - კლოპმა 19 დაპირისპირებიდან ცხრა მოიგო, ხოლო პეპმა - რვა. ამავდროულად ესპანელს "ენფილდზე" ბოლო ხუთი შეხვედრა არ მოუგია. 2018/19 წლების სეზონში "ქალაქელებმა" "წითლებს" ერთი ქულით აჯობეს პრემიერლიგაში, თუმცა გასულ სეზონში "ლივერპულმა" დამაჯერებლად მოიგო ინგლისის ჩემპიონატი.

"ყველაზე რთული მეტოქე, რომელსაც ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში შევხვედრილვარ არის "ლივერპული", გასული ორი სეზონის. თუ მათ საშუალებას მისცემ დომინირების, ჩაგკეტავენ. როდესაც შენ დომინირებ, თავს დააღწევენ ისე, რომ ამას სხვა ვერ შეძლებდა. მათი მოთამაშეები ფსიქოლიგიურად ძლიერები არიან. კლოპი არის მეტოქე, რომელზეც ყველაზე მეტად ვფიქრობ თუ როგორ დავამარცხო." - განაცხადა DAZN-თან ინტერვიუში გვარდიოლამ.

პეპს მადრიდის "რეალის" მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა, როდესაც "ბარსელონაში" მუშაობდა, მაგრამ პრემიერლიგის ამჟამინდელ ჩემპიონს ყველაზე საუკეთესო გუნდად ასახელებს ვის წინააღმდეგაც მის გუნდებს უთამაშიათ.

"ყოველთვის მითქვამს, რომ მადრიდის "რეალი" არის ყველაზე ძლიერი გუნდი ჩემ კარიერაში და მათთან გამართულმა რთულმა დაპირისპირებებმა (მოურინიოს, პელეგრინის და სხვა მწვრთნელების პერიოდში) საშუალება მომცა გავმხდარიყავი უკეთესი მწვრთნელი. თუ მკითხავთ თუ რომელია ყველაზე რთული მეტოქე ვისაც შევხვედრილვარ - ესაა "ლივერპული". "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის პირველ წელს "ლივერპული" ცოტათი სუსტი გუნდი იყო ვიდრე ახლაა და "რეალი" ძლიერი იყო. ახლა, ამჟამინდელი "ლივერპული" ყველაზე რთული მეტოქეა ჩემთვის." - აღნიშნა გვარდიოლამ.

ამჟამად ესპანელი სპეციალისტის პრიორიტეტი მომავალი კვირის მატჩია - "მანჩესტერ სიტი" შინ "რეალს" დაუხვდება საპასუხო შეხვედრაში და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება. ინგლისელები დაწინაურებულები არიან, რადგან სტუმრად პირველ დაპირისპირება 2:1 მოიგეს. თუმცა, ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა, რადგან "სამეფო კლუბის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანია, რომელიც ამ ტურნირს კარგად იცნობს და თავის გუნდს ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. პეპ გვარდიოლა ზიდანის შრომას ხედავს და აღნიშნავს, რომ მისი შედეგები მის შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

"მიხარია, რომ ზიდანისნაირ სპეციალისტებს საქმე კარგად მისდით. მან სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ასევე, მისმა გუნდმა ლა ლიგა ორჯერ მოიგო, როდესაც უმეტესი პერიოდი "ბარსელონა" დომინირებდა ჩემპიონატში - ეს შედეგები ყველაფერი მის შესაძლებლობებზე მეტყველებს. " - დაამატა ზიდანმა.

"მანჩესტერ სიტის" და მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო დაპირისპირება 7 აგვისტოს, "ეტიჰად სთედიუმზე" გაიმართება. პირველი მატჩი "ქალაქელებმა" 2:1 მოიგეს. გასულ სეზონში გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგაში მეორე ადგლზე გავიდა, ასოციაციის თასის ნახევარფინალამდე მიაღწია, ხოლო ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ესპანელი სპეციალისტის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად გამოსვლაა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114094
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X