ფეხბურთი

22:52 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" შესაძლოა კოუტინიო დაიმატოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა მომდევნო სეზონი ლონდონის "არსენალში" გაატაროს. როგორც RAC1-ი იუწყება, "მეთოფეებმა" "ბარსელონასთან" მოლაპარაკება დაიწყეს და ერთწლიანი იჯარა სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, კოუტინიოს მომავალი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გადაწყდება. ასევე, ფილიპე კლუბის გასაყიდ ფეხბურთელების სიაშია.

კოუტინიო "ბარსელონამ" 2018 წელს "ლივერპულიდან" 145 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და ერთი სეზონის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნში" გაანათხოვრა. 2019/20 წლების სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115685