ფეხბურთი

21:21 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლილმა" "აიაქსის" მცველი დაიმატა

ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების და აწ უკვე "აიაქსის" ყოფილი მცველი სვენ ბოტმანი კარიერას "ლილში" გაააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჰოლანდიელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელი სანაცვლოდ ჰოლანდიელებმა 8 მილიონი ევრო გადაიხადეს.

სვენი ამსტერდამული კლუბის აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში იჯარის წესით "ჰერენვეენში" თამაშობდა. 2019/20 წლების არასრულ სეზონში ბოტმანმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130041