სხვა

3:20 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვორლდ ათლეტიქსი რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას გარიცხვით ემუქრება

მძლეოსნობის მსოფლიოს ფედერაცია (ვორლდ ათლეტიქსი) მზადაა, საკუთარი წევრობა ჩამოართვას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას, თუ ის დაკისრებულ სოლიდურ ჯარიმას, 15 აგვისტომდე არ გადაიხდის.

ვორლდ ათლეტიქსში რუსეთის ფედერაციის უფლებათა აღდგენის სამეთვალყურეო ჯგუფის შეფი რუნე ანდერრსენი ამბობს, რომ რუსეთის სპორტის მინისტრმა 6.31 მილიონი დოლარის გადახდის პირობა დადო. ამ თანხის ძირითად ნაწილს ის ჯარიმა შეადგენს, რომელიც რუსებს დოპინგ-საწინააღმდეგო წესების მასობრივი დარღვევისთვის დააკისრეს. მისი გადახდის პირველი ვადა 1 ივლისს ამოიწურა.

თუ რუსები ჯარიმას ისევ არ გადაიხდიან, მაშინ მათი გარიცხვის საკითხს, ვორლდ ათლეტიქსის კონგრესი დაამტკიცებს. გარიცხვა კი ძალაში მაშინვე შევა, როგორც კი რუსეთი ჯარიმის გადახდის ვადას ისევ გადააცილებს. თუ რუსებს გარიცხავენ, მაშინ მათი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებში ნეიტრალური დროშით გამოსვლასაც კი ვერ შეძლებენ.

რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას დისკვალიფიკაცია 2015 წელს, მას შემდეგ გამოუწერეს, რაც მსოფლიოს დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტომ, რუსი მძლეოსნები დოპინგის მასობრივად გამოყენებაში ამხილა. რუსები დისკვალიფიკაციის გაუქმებას მუდმივად ცდილობდნენ, მაგრამ ისინი კიდევ არაერთხელ აღმოჩნდნენ დოპინგ სკანდალებში გარეული.

0.146398