ავტოსპორტი

1:27 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო პერესს ინფიცირება დაუდასტურდა

„რეისინგ პოინტის“ სერხიო პერესს განმეორებითმა ტესტმა Covid-19-ით ინფიცირება დაუდასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მექსიკელი სილვერსტოუნზე დაგეგმილ ზედზედ ორ რბოლას გამოტოვებს.

მექსიკელი პილოტი არ დაესწრო მრბოლთა შეკრებას, რადგან პირველმა ტესტმა საეჭვო შედეგი დააფიქსირა. უფრო საფუძვლიანმა ტესტმა კი აჩვენა, რომ პერესი ინფიცირებულია. „რეისინგ პოინტი“ აცხადებს, რომ პერესი თავს კარგად გრძნობს და კარგ განწყობაზეა, მაგრამ თვითიზოლაციაში მოუწევს“.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ ფ1-ის პერსონალის ყველა იმ წევრს შეამოწმებს, რომლებთანაც პერესს შეხება ჰქონდა. მექსიკელ პილოტს კი ექიმები დააკვირდებიან.

ყოველივეს მიუხედავად, „რეისინგ პოინტი“ ბრიტანეთის დიდ პრიზზე ორ მანქანას გამოიყვანს. გუნდს ძრავების მიმწოდებელ „მერსედესთან“ აქვს შეთანხმება, რომ საჭიროების შემთხვევაში, რბოლაში გამოსვლის საშუალებას, მის სარეზერვო პილოტთაგან ერთ-ერთს - სტოფელ ვანდოორნს, ან ესტებან გუტიერესს მისცემს. არც ისაა გამორიცხული, რომ „რეისინგ პოინტმა“ თავის ყოფილ პილოტს, ნიკო ჰულკენბერგს უხმოს.

0.167552