ფეხბურთი

0:51 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის თასი მოიგო

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის თასის მფლობელი გახდა. ფინალში ქართველი ფეხბურთელის „გიოტებორგმა“ „მალმიო“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ოლა ტოივონენმა გახსნა, მაგრამ „გიოტებორგმა“ პატრიკ კარლსონისა და ალექსანდერ ფარნერუდის გოლებით ფინალური მატჩი მოიგო და შვედეთის თასი ისტორიაში მერვედ მოიპოვა.

ხარაიშვილმა ფინალში ტრავმის გამო არ უთამაშია, თუმცა ტიტულის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან შვედეთის თასის ამ გათამაშებაში 5-ჯერ ითამაშა და თავი 2 გოლიით გამოიჩინა. ქართველმა შემტევმა პროფესიონალურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112077