ფეხბურთი

23:50 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრეა პირლო "იუვენტუსს" მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას იწყებს. როგორც დააანონსებული იყო, ანდრეამ „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდი ჩაიბარა.

პირლო საქმიანობას ახალი სეზონიდან შეუდგება და ტურინელები იმედოვნებენ, რომ გამოცდილების მიღების შემდეგ მას მთავარ გუნდს ჩააბარებენ.

ანდრეა პირლო „იუვეში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და 164 მატჩში 19 გოლი გაიტანა. იტალიელმა ტურინულ გრანდში საკმაოდ წარმატებული 4 წელი გაატარა და კლუბის გულშემატკივრებს თავი ადვილად შეაყვარა.

0.148389