ფეხბურთი

18:36 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა „ბარსელონა“ – „ნაპოლის“ მატჩის პორტუგალიაში გადატანას აპირებს

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის, შესაძლოა ესპანეთში არ გაიმართოს. RAC1-ის ცნობით, უეფა შეხვედრის პორტუგალიაში გადატანას ფიქრობს, სადაც ტურნირის ყველა მეოთხედფინალური შეხვედრაც გაიმართება. მიზეზი, კატალონიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

ორგანიზაციამ ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში გაგზავნა შეტყობინება და გადაწყვეტილება მათ პასუხზე იქნება დამოკიდებული, რომელიც კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„ბარსელონა“ - „ნაპოლი“ 8 აგვისტოს „კამპ ნოუს“ სტადიონზე უნდა გამართულიყო. პირველი შეხვედრა ნეაპოლში, 25 თებერვალს ფრდ 1:1 დამთავრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116252