ისტორია

9:42 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

30 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964. დაიბადა იურგენ კლინსმანი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის,” “ინტერისა”, “ბაიერნის”, “ტოტენჰემის” და “მონაკოს” ფორვარდი (181 სმ). მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1996) ჩემპიონი. 1994 და 1998 წლების მუნდიალების მონაწილე. მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ჩატარებული აქვს 17 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. სულ გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 108 შეხვედრა, გაიტანა 47 გოლი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გერმანიის ოლიმპიურ ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. საკლუბო დონეზე ორჯერ მოიგო უეფას თასი (“ინტერისა” და “ბაიერნის” შემადგენლობაში). 1997 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1989 წელს მოიპოვა იტალიის სუპერთასი. 1988 და 1994 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. საკლუბო დონეზე ჩაატარა 542 მატჩი, გაიტანა 238 გოლი. მისი ხელმძღვანელობით ბუნდესნაკრებმა 2006 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. 2008-09 წლებში წვრთნიდა “ბაიერნს”. ამჟამად აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 1995 წლის 29 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და გერმანელებმა კლინსმანის გოლების წყალობით 2:0 მოიგეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1909. ჯონ ჰეიდერი ბეისბოლის ეროვნული ლიგის (NLB) პრეზიდენტი გახდა.

1930. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში (ურუგვაი). ფინალი: ურუგვაი-არგენტინა 4:2. გოლები დორადომ, სეამ, ირიარეტემ, კასტრომ (ურუგვაი) და პეისელიემ, სტაბილემ (არგენტინა) გაიტანეს. მონტევიდეოს “სენტენარიოს” სტადიონზე თამაშს 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. ურუგვაი: ბალისტიერი, მაშერონი, ნასასი, ანდრადე, ფერნანდესი, ხესტიდო, დორადო, სკარონე, კასტრო, სეა, ირიარტე. არგენტინა: ბოტასო, დელია ტორე, პატერნოსტერი, ხ. ევარისტო, მონტი, არიკო სუარესი, პეისელიე, კარალიო, სტაბილე, ფერეირა, მ. ევარისტო.

1930. მუნდიალის ფინალში ბოლო გოლი ურუგვაელთა ცალხელა ფეხბურთელმა ეკტორ კასტრომ გაიტანა. მან მარცხენა ხელი 13 წლის ასაკში ელექტროხერხის მიერ მიყენებული ტრავმის შედეგად დაკარგა.

1932. აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში გაიხსნა თანამედროვეობის მეათე ოლიმპიური თამაშები. მასში მონაწილეობა 37 ქვეყნის 1333 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გერმანიის ნაკრები გავიდა (33 ოქრო, 26 ვერცხლი, 30 ბრინჯაო). მეორე ადგილი აშშ-ის ათლეტებმა დაიკავეს (24, 20, 12), ხოლო მესამეზე იტალიელი სპორტსმენები აღმოჩნდნენ (8, 9, 5).

1939. ბელგიელმა ველოსიპედისტმა, სილვერ მურმა “ტურ დე ფრანსის” რიგით ოცდამეცამეტე რბოლა მოიგო.

1948. ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, ჩეხოსლოვაკიელმა მძლეოსანმა ემილ ზატოპეკმა მარათონული გარბენი ოლიმპიური რეკორდით მოიგო (29: 59,6).

1955. ფრანგმა ველოსიპედისტმა ლუსიენ ბობემ მესამედ მოახერხა “ტურ დე ფრანსის” მოგება.

1966. ინგლისის მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: ინგლისი-გფრ 4:2 (დამატებითი დრო). გოლები ჰერსტმა (3), პიტერსმა (ინგლისი) და ჰალერმა და ვებერმა (გფრ) გაიტანეს. ოვერტაიმში ჰერსტის მიერ გატანილმა პირველმა გოლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბურთს გერმანელთა კარის ხაზი არ გადაუკვეთავს, მაგრამ აზერბაიჯანელმა გვერდითმა მსაჯმა, ტოფიკ ბახრამოვმა ფინალის მთავარ არბიტრს, შვეიცარიელ დინსტს საწინააღმდეგო დაუდასტურა და გოლიც ჩათვალა. ლონდონის “უემბლიზე” თამაშს 93 ათასი მაყურებელი დაესწრო. ინგლისი (ნაკრებს ალფ რამსეი წვრთნიდა): ბენქსი, კოენი, უილსონი, სტაილზი, ჯ. ჩარლტონი, მური, ბოლი, ჰერსტი, ბ. ჩარლტონი, ჰანტი, პიტერსი. გფრ (ნაკრებს ჰელნუტ შიონი წვრთნიდა): ტილკოვსკი, ჰიოტგესი, შულცი, ვებერი, შნელინგერი, ბეკენბაუერი, ემერიჰი, ჰალერი, ზეელერი, ოვერატი, ჰელდი.

1966. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯეფრი ჰერსტი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ასპარეზობაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

1966. “პორტ ვეილის” გენერალური მენეჯერი სერ სტენლი მეტიუზი ავტოკატასტროფაში მოხვდა. მასთან ერთად დაზარალდნენ კლუბის მენეჯერი ჯეკი მუდი და სამი ფეხბურთელი.

1967. აშშ-ის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე ავტორბოლის დროს მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

1976. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ქალ ფრენბურთელთა ტურნირის ფინალში, იაპონიის ეროვნულმა გუნდმა საბჭოთა კავშირის ნაკრებს სძლია და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

1997. თბილისისდინამომჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ირლანდიურკრუზეიდერსს” 5:1 მოუგო. დინამოელთაგან გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), დავით მუჯირმა (2) და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. პირველი შეხვედრა თბილისელებმა ირლანდიაში 3:1 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში გავიდნენ. “დინამო”: ზოიძე, კალაძე, დიდავა, მაჭავარიანი (ალექსიძე), ჩხაიძე, გოგიჩაიშვილი (კვარაცხელია), კიკნაძე, ცქიტიშვილი, ანჩაბაძე, მუჯირი (ხომერიკი), იაშვილი.

2004. მოკრივეთა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი მაიკ ტაისონი დენი უილიამსთან ორთაბრძოლისას მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

2011. ჩინეთში მიმდინარე მამაკაც წყალბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიამ სერბეთს 8:7 მოუგო და ისტორიის განმავლობაში მესამედ გახდა პლანეტის უძლიერესი ნაკრები. მესამე ადგილზე ხორვატები გავიდნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1906. ალეკსის ტეპო. 1927-35 წლებში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. იყო გუნდის კაპიტანი. მსოფლიოს 1930 და 1934 წლების ჩემპიონატების მონაწილე. პირველი მეკარე, რომელმაც მუნდიალზე პენალტის მოგერიება შეძლო. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი.

1914. მაიკლ მორის კილანინი. ირლანდიელი ლორდი. 1972-80 წლებში იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 1980 წელს, იგი ხუან ანტონიო სამარანჩმა შეცვალა.

1925. ვიაჩესლავ ივანენკო. საბჭოთა მძლეოსანი. 50 კმ დისტანციაზე სპორტულ სიარულში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1928. ვალენტინ მურატოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. 1952 და 1956 წლების ოლიმპიური ჩემპიონი (გუნდური). 1954 წლის მსოფლიოს პირველობაზე გახდა აბსოლუტური ჩემპიონი.

1938. ვიაჩესლავ ივანოვი. აკადემიურ ნიჩბოსნობაში 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის პირველობათა მრავალგზის გამარჯვებული.

1938. რობერტო. გასული საუკუნის 60-იანი წლების “ვალენსიას” ფორვარდი. ორჯერ მოპოვებული აქვს ბაზრობათა თასი, ერთხელ – ესპანეთის თასი.

1948. იური ფილატოვი. ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში 1972 და 1976 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1957. ნერი პუმპიდო. 1983-90 წლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. 1990 წლის მუნდიალის ფინალისტი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” შემადგენლობაში 1986 წელს გახდა არგენტინის ჩემპიონი, მოიპოვა საკონტინენტთაშორისო და ლიბერტადორესის თასები.

1961. დიმიტრიოს სარავაკოსი. საბერძნეთის ნაკრების, “პანიონისის,” “პანათინაიკოსისა” და აეკ-ის ფეხბურთელი. 1982-94 წლებში საბერძნეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 78 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. აშშ-ის 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1963. კრის მულინი. “გოლდენ სტეიტ უორიორზისა” და “ინდიანა პეისერზის” ფორვარდი. 1984 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში (1989-92) მონაწილეობდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1963. ნილ უები. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 1991 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი.

1964. იურგენ კლინსმანი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის,” “ინტერისა”, “ბაიერნის”, “ტოტენჰემის” და “მონაკოს” ფორვარდი (181 სმ). მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1996) ჩემპიონი. 1994 და 1998 წლების მუნდიალების მონაწილე. მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ჩატარებული აქვს 17 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. სულ გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 108 შეხვედრა, გაიტანა 47 გოლი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გერმანიის ოლიმპიურ ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. საკლუბო დონეზე ორჯერ მოიგო უეფას თასი (“ინტერისა” და “ბაიერნის” შემადგენლობაში). 1997 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1989 წელს მოიპოვა იტალიის სუპერთასი. 1988 და 1994 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. საკლუბო დონეზე ჩაატარა 542 მატჩი, გაიტანა 238 გოლი. მისი ხელმძღვანელობით ბუნდესნაკრებმა 2006 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. 2008-09 წლებში წვრთნიდა “ბაიერნს”. ამჟამად აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 1995 წლის 29 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და გერმანელებმა კლინსმანის გოლების წყალობით 2:0 მოიგეს.

1973. ანდრეა გაუდენცი. იტალიელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის საფრანგეთის ღია პირველობის იუნიორთა გათამაშება (1990).

1979. კარლოს აროიო. პუერტო რიკოს კალათბურთელთა ნაკრებისა და “იუტა ჯაზის” გამთამაშებელი (188 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

0.177176