ფეხბურთი

1:02 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხარაიშვილი შვედეთის თასის ფინალში ვერ ითამაშებს

„გიოტებორგის“ ქართველ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს შვედეთის თასის ფინალი გაუცდება. აღნიშნული ინფორმაცია შვედური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

ხარაიშვილმა ტრავმა „ჰაკენთან“ ბოლო თამაშში მიიღო და ამიტომ, „მალმიოსთან“ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ხარაიშვილს მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი, აქედან ორჯერ თავი სწორედ შვედეთის თასზე გამოიჩინა.

0.14871